Saturday, October 1, 2016

მეცხრე დღე

განვიხილეთ  პროექტის პრეზენტაცია. შევქმენით ფაილი ,, ფასილიტაცია" - როგორ უნდა დავეხმაროთ მოსწავლეებს ელ. ტექნოლოგიების გამოყენებით. ვისწავლეთ ბლოგზე ინფორმაციის ატვირთვა.


  1. შევისწავლეთ: პროექტებით სწავლება 
  2. პუბლიკაციის სახეები
  3. სასწავლო პროექტის დაგეგმვა
  4. პროექტის გეგმის შედგენა
  5. ბლოგის შექმნა, ბლოგზე ინფორმაციის განთავსება
  6. სასწავლო ნიმუშების შექმნა და ადეკვატური გამოყენება
  7. პროექტის დამხმარე რესურსების შექმნა: ჩეკლისტი, ბუკლეტი, კედლის გაზეთი
  8. მოვამზადეთ თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების კითხვარები - სქემები რომელსაც გამოვიყენებ პროექტის განმავლობაში.
ტრენინგი ძალიან სანტერესო და აქტუალურია, რომელიც დამეხმარება  თანამედროვე სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვაში. რითაც შევძლებ მოსწავლეთა მეტად დაინტერესებას, საგნობრივი სტანდარტის შესრულებას, 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევების გამომუშავებას მოსწავლეებში. მადლობა მინდა გადაუხადო პროექტის ხელმძღვანელებს და ჩვენ ტრენერს გაწეული დახმარებისათვის, საინტერესოდ მოწოდებისათვის.

მერვე დღე

განვიხილეთ წინა დღის დავალება ,, შეფასების სტრატეგიების" შესახებ. ვისაუბრეთ შეფასების რუბრიკების შესახებ. კერძოდ -  კედლის გაზეთის შესაფასებლად  საჭირო თვითშეფასების ჩეკლისტის გამოყენება. მოვამზადეთ პროექტის პრეზენტაციისათვის აუცილებელი თემატიკის ნუსხა. დავიწყეთ პრეზენტაციაზე მუშაობა. გავეცანით, სპეციალური საჭიროებების მოსწავლეთა ჩართულობისათვის  რეკომენდაციებს.