Saturday, October 1, 2016

მეცხრე დღე

განვიხილეთ  პროექტის პრეზენტაცია. შევქმენით ფაილი ,, ფასილიტაცია" - როგორ უნდა დავეხმაროთ მოსწავლეებს ელ. ტექნოლოგიების გამოყენებით. ვისწავლეთ ბლოგზე ინფორმაციის ატვირთვა.


  1. შევისწავლეთ: პროექტებით სწავლება 
  2. პუბლიკაციის სახეები
  3. სასწავლო პროექტის დაგეგმვა
  4. პროექტის გეგმის შედგენა
  5. ბლოგის შექმნა, ბლოგზე ინფორმაციის განთავსება
  6. სასწავლო ნიმუშების შექმნა და ადეკვატური გამოყენება
  7. პროექტის დამხმარე რესურსების შექმნა: ჩეკლისტი, ბუკლეტი, კედლის გაზეთი
  8. მოვამზადეთ თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების კითხვარები - სქემები რომელსაც გამოვიყენებ პროექტის განმავლობაში.
ტრენინგი ძალიან სანტერესო და აქტუალურია, რომელიც დამეხმარება  თანამედროვე სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვაში. რითაც შევძლებ მოსწავლეთა მეტად დაინტერესებას, საგნობრივი სტანდარტის შესრულებას, 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევების გამომუშავებას მოსწავლეებში. მადლობა მინდა გადაუხადო პროექტის ხელმძღვანელებს და ჩვენ ტრენერს გაწეული დახმარებისათვის, საინტერესოდ მოწოდებისათვის.

მერვე დღე

განვიხილეთ წინა დღის დავალება ,, შეფასების სტრატეგიების" შესახებ. ვისაუბრეთ შეფასების რუბრიკების შესახებ. კერძოდ -  კედლის გაზეთის შესაფასებლად  საჭირო თვითშეფასების ჩეკლისტის გამოყენება. მოვამზადეთ პროექტის პრეზენტაციისათვის აუცილებელი თემატიკის ნუსხა. დავიწყეთ პრეზენტაციაზე მუშაობა. გავეცანით, სპეციალური საჭიროებების მოსწავლეთა ჩართულობისათვის  რეკომენდაციებს. 

Saturday, September 24, 2016

მეშვიდე დღე

განვიხილეთ დავალება : ,, კედლის გაზეთის შექმნა" - ინდივიდუალურად. კოლეგების ნამუშევრები შევაფასეთ და საჭიროების შემთხვევაში მივეცით ერთმანეთს საჭირო რეკომენდაციები. გავეცანით ახალ თემას ,, შეფასების რუბრიკები".

  • წინარე ცოდნისა და საჭიროებების დადგენა.
  • თვითრეგულირების, წახალისების, თანამშრომლობის სტრატეგიები
  • პროგრესის მონიტორინგი
  • მეტაშემეცნება
  • ხარისხისა და გაგების სტრატეგია
შევიმუშავეთ დაგეგმილი პროექტისთვის  შესაბამისი რუბრიკები. დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. გმადლობთ...........

Sunday, September 18, 2016

მეექვსე დღე

     განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების: ზოგადი, თემატური, შინაარსობრივი კითხვების რუბრიკები. ასევე განვიხილეთ შეფასების გეგმის სტრატეგიები, პროექტის მსვლელობის ეტაპები: პროექტის დასაწყისში, პროექტის მსვლელობისას და პროექტის დასრულების შემდეგ.
     გავეცანით ახალ მასალას  მოდული 4  - ,,სასწავლო ნიმუშების შექმნა. ვიმუშავეთ კედლის გაზეთის შექმნაზე და დავალებად გვაქვს იგივე მასალის - კედლის გაზეთის  დასრულება.
                                          გმადლობთ..................

Saturday, September 17, 2016

მეხუთე დღე

ტრენინგი დავიწყეთ წინა დღის შესწავლილი მასალის  განხილვით. შემდეგ შევისწავლე ბლოგის პარამეტრები - შაბლონი. ასევე გავეცანი სხვადასხვა ფორმის შაბლონებს და გავაკეთე არჩევანი. ვისწავლე ფონის შეცვლა, შრიფტისა და ზომის არჩევა. ასევე შევქმენი ახალი გვერდები:

  •  რესურსების
  •  ფოტოგალერეა
  •  სასარგებლო ბმულები. 
 შევარჩიე გვერდის დიზაინი, ჩემი შექმნილი გვერდები განვათავსე კონკრეტულ მისამართზე. შევქმენი ვორდის დოკუმენტი ,, საავტორო ულებები" და გავეცანი ახალ მასალას ,, საავტორო უფლებების ქაოსი". გავეცანი შეფასების სტრატეგიებს განმავითარებელი შეფასების შესახებ. სამუშაო მაქვს მოსწავლის საჭიროებების  - წინარე ცოდნის დასადგენად ასევე, ყოველი ახალი მასალის შესწავლის დროს. ტრენინგი ძალიან შრომატევადი  და საინტერესო იყო. გმადლობთ........... 

Sunday, September 11, 2016

მეოთხე დღე

გავაგრძელეთ სასწავლო პროექტზე მუშაობა. განვიხილეთ თუ რა უნარ-ჩვევები უნდა განუვითაროთ მოსწავლეებს პროექტზე მუშაობის დროს თემის ადეკვატურად და მიმართულების შესაბამისად, რაც ეხმარება მოსწავლეებს მარალი სააზროვნო უნარების გამომუშავებაში. ასევე ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემი კითხვების შემუშავებაზე: ზოგადი კითხვა, თემატური და შინაარსობრივი. გავიაზრეთ, რომ მიმართულების მიმცემი კითხვები არის მოსწავლეთატვის დამაინტერესებელი და მოტივაციის მიმცემი. ჩამოვაყალიბეთ ინდივიდუალურად პროექტის შესაბამისი კითხვარები, რაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო დღევანდელ დღეს. ასევე გავეცანით II მოდულის აქტივობა 3. დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი, შრომატევადი და საინტერესო იყო .
                                                                                გმადლობთ.....

Saturday, September 10, 2016

მესამე დღე

განვიხილეთ წინა დღის დავალება პუბლიკაციის ერთ-ერთი სახის - ბუკლეტის შექმნის შესახებ. გავაცნობიერე, რომ მნიშვნელოვანია წინასწარ განსაზღვრა სამიზნე ჯგუფის, რომელთათვისაც ვქმნით ბუკლეტს. ეს შეიძლება იყოს : დირექცია, მშობელი, მოსწავლე და ა.შ. დღევანდელი დღის ახალი თემა იყო სასწავლო პროექტების დაგეგმვა".  პროექტის დაგეგმვის დროს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და განვსაზღვროთ უმნიშვნელოვანესი ეტაპები. უნდა შევადგინოთ პროექტის გეგმა, განვსაზღროთ საგნობრივი სტანდარტები და ის უნარები რის განვითარებასაც ვგეგმავთ პროექტის ფარგლებში. დღევანდელი დღე ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო.